პოლიტიკა ციტატა

რა საგანი გადაყლაპა? თუ საფრთხის შემცველია გადადი საავადმყოფოში, თუ არ არის - რას ყლაპავდა | შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძეზე

5 ოქტომბერი, 2026 - 11:56
"რა საგანი გადაყლაპა? თუ ეს საგანი ისეთი საფრთხისშემცველია, გადადი იმ საავადმყოფოში, რომელიც შემოგთავაზეს, ხომ? თუ არ არის საფრთხისშემცველი, რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს? გაუგებარი რაღაცებია. არა, ჩემთვის ძალიან გასაგებია, მაგრამ რაღაც ბავშვური საქციელია. ასეთი შანტაჟებით სახელმწიფო არაფერს დათმობს, წარმოუდგენელია" [IPN] | ამბობს ოცნების დეპუტატი შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძეზე.
 
პატიმარმა გიორგი დავითაძემ, რომელიც ბადრაგებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, პროტესტის ნიშნად რკინის საგანი გადაყლაპა. ამის შესახებ ოჯახმა ინფორმაცია პენიტენციური სამსახურის განცხადებიდან წუხელ შეიტყო. უწყების ცნობით, გიორგი დავითაძე კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს. მოგვიანებით გაირკვა, რომ N6 დაწესებულების პატიმრებმა მისი მხარდაჭერა ხმაურიანი პროტესტით გამოხატეს, რის გამოც ისინი დეესკალაციის საკანში გადაიყვანეს. დავითაძემ სავარაუდოდ რკინის საგანი ამის შემდეგ, პროტესტის ნიშნად გადაყლაპა.