მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს | კალაძე
„ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა სიმართლეს და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, ისე, რომ ვიღაცამ ზემოდან არ შემოგვხედოს და არ გაბრაზდეს იმაზე, ქვეყანა ევროპულ სანქციებს რომ არ მიუერთდა და არ დააზარალა საკუთარი ეკონომიკა, არ გავითვალისწინეთ მათი მუქარები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა მხოლოდ მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვენ, ქართველი ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან.