პოლიტიკა

დასავლეთმა საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა, თუმცა აქედან კარგი არაფერი გამოსულა - ამჟამინდელ ხელისუფლებას ესმის, რომ ეს, არასწორი მიდგომა იყო | მედვედევი

5 ოქტომბერი, 2026 - 13:04

"გარკვეული სახელმწიფოები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გახლეჩას ცდილობენ. ეს სიმართლეა და ჩვენ ამას სიფრთხილით ვადევნებთ თვალს. შეხედეთ.

ჯერ ერთი, დასავლურმა სამყარომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა, თუმცა აქედან კარგი არაფერი გამოსულა - საქართველო დღემდე არ არის NATO-ს წევრი. მის ამჟამინდელ ხელისუფლებას ესმის, რომ ეს, სავარაუდოდ, არასწორი მიდგომა იყო. ყოველივე ამან კონფლიქტამდე მიგვიყვანა.

ახლა კი სერიოზული გამოცდის წინაშეა ჩვენი ურთიერთობები სომხეთთან. სომხეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ განვითარების ვექტორის შეცვლა გადაწყვიტა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ესეც კარგს არაფერს მოიტანს. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება სომხეთს დაემართოს, არის მისი მორიგ უკრაინად ქცევა.

ეს ნათლად ასახავს იმას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ჩვენს რეგიონულ პრობლემებს ჩვენვე ვაგვარებთ. ჩვენ კავკასიის ნაწილი ვართ და თქვენთან ერთად კასპიის რეგიონსაც მივეკუთვნებით. ჩვენ არ გვჭირდება ვინმე სხვა იმისთვის, რომ ვიმეგობროთ, ვივაჭროთ და განვვითარდეთ." | თქვა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევმა ირანის სამთავრობო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში