კრიმინალი

„მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია... პატიმარმა ვენები გადაიჭრა, გუშინ ჩემ საკანთან პატიმარს სცემეს“ | საბა სხვიტარიძე

5 ოქტომბერი, 2026 - 19:11

„მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ. პატიმარმა ვენები გადაიჭრა გუშინ ჩემ საკანთან პატიმარს სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები. პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ასევე სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან! ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, - წერს საბა სხვიტარიძე ციხიდან გავრცელებულ წერილში