კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა
კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა
"მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობასა და ეკონომიკის დარგის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში. ვულოცავ ქალბატონ მარიამს და წარმატებებს ვუსურვებ" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა