უცხოეთი

უკრაინული დრონების იერიშის შედეგად, ანექსირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის დამაკავშირებელი ჩონგარის საავტომობილო ხიდის ნაწილი მთლიანად ჩაინგრა

6 ოქტომბერი, 2026 - 13:26

უკრაინული დრონების იერიშის შედეგად, ანექსირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის დამაკავშირებელი ჩონგარის საავტომობილო ხიდის ნაწილი მთლიანად ჩაინგრა.

უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული წარმატებული ოპერაციის ამსახველი სატელიტური ფოტომასალა ტელეგრამ არხებით ვრცელდება.

ჩანს, რომ ხიდის ერთ-ერთი საყრდენი მონაკვეთი ჩავარდნილია და ამ მიმართულებით მოძრაობა სრულად პარალიზებულია.

ჩონგარის ხიდი რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის უმნიშვნელოვანეს სამხედრო-ლოგისტიკურ არტერიას წარმოადგენდა, რომლის საშუალებითაც ყირიმის ნახევარკუნძულიდან ფრონტის ხაზზე მძიმე ტექნიკა, საბრძოლო მასალა და საწვავი გადაჰქონდათ.

როგორც სამხედრო წყაროები აცხადებენ, ამ სტრატეგიული გზის მწყობრიდან გამოსვლის გამო, რუსეთის არმია იძულებულია მომარაგებისთვის ბევრად უფრო გრძელი, შემოვლითი მარშრუტები გამოიყენოს, რაც საოკუპაციო ძალების ლოგისტიკას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.