უცხოეთი

ბულგარეთის სანაპიროსთან სამოქალაქო და სავაჭრო გემებზე დრონებით თავდასხმა მოხდა. ერთი ჩაიძირა, ეძებენ ეკიპაჟის წევრებს

6 ოქტომბერი, 2026 - 16:12

შავ ზღვაში, ბულგარეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, სამოქალაქო და სავაჭრო გემებზე დრონებით თავდასხმა მოხდა. გემები ტოგოსა და პალაუს დროშების ქვეშ დაცურავდნენ. კრიტიკული დაზიანებების შედეგად, ტოგოს დროშის ქვეშ მცურავი ALFA WATAN ჩაიძირა, ეძებენ ეკიპაჟის წევრებს.

რაც შეეხება მეორე გემს - პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ABLE-ზე დარტყმის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა, თუმცა ახლომდებარე ბულგარულმა ბორანმა ეკიპაჟის 18-ვე წევრის ევაკუაცია მოასწრო. ორი მეზღვაური მძიმე დამწვრობებითა და დაზიანებებით ვერტმფრენით საავადმყოფოში გადააფრინეს.

ამჟამად ადგილზე ფართომასშტაბიანი საჰაერო და საზღვაო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც სამხედრო ავიაცია და სასაზღვრო პოლიციაა ჩართული.

ბულგარეთის პრემიერმინისტრმა რუმენ რადევმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია და მომხდარს საერთაშორისო და საზღვაო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.

თავდასხმა გამთენიისას სანაპიროდან 128 კილომეტრის დაშორებით მოხდა. დრონების წარმომავლობა ჯერ დადგენილი არ არის.