დაზვერვისგან მივიღეთ განახლებული ინფორმაცია რუსების მიერ მასირებული დარტყმის მომზადების შესახებ. ვამზადებთ საპასუხო ზომებს | ზელენსკი
"დღეს დაზვერვისგან მივიღეთ განახლებული ინფორმაცია რუსების მიერ მასირებული დარტყმის მომზადების შესახებ. ვამზადებთ საპასუხო ზომებს. განვსაზღვრეთ ამოცანების დიდი ნაწილის შესრულების ვადები, პირველი რიგის ამოცანები კი უკვე რეალიზდება" | ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის წევრებთან, სამხედრო სარდლობასა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან დღეს თათბირი გამართა, რომელიც რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი მასირებული საჰაერო დარტყმის მოგერიებას, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და კრამატორსკსა და კრივი რიჰში სამედიცინო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების შედეგების ლიკვიდაციას მიეძღვნა.
შეხვედრაზე, სადაც თავდაცვის მინისტრმა და სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა ქვეყნის ცის დაცვის სტრატეგია წარადგინეს, ხაზი გაესვა F-16 ტიპის გამანადგურებლებისთვის საჭირო ამუნიციისა და ანტისარაკეტო სისტემების მობილიზებას, პარტნიორებთან ანტიბალისტიკური იარაღის მოწოდების ყოველდღიურ რეჟიმში შეთანხმებას და რუსული აგრესიის საპასუხოდ ახალი, ალტერნატიული ლოგისტიკური მარშრუტების დაუყოვნებლივ ამოქმედებას.