საქართველოში ბოლო 2 დღეში ბენზინის ფასი დამატებით 3-დან 5 თეთრამდე გაიზარდა
საქართველოში ბოლო 2 დღეში ბენზინის ფასი დამატებით 3-დან 5 თეთრამდე გაიზარდა | ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ რეგულარის ღირებულება 4 ლარს გადასცდა და 4.02 ლარი შეადგინა, სუპერის ფასი - 4.62 ლარია, ხოლო პრემიუმის - 4.29 ლარი. გამოცემა წერს, რომ საწვავის გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ - 30-52 თეთრით მოიმატა. აგვისტო-სექტემბერში კი ბენზინის ფასი 42 თეთრამდე, დიზელის 91 თეთრამდეა გაზრდილი.