უცხოეთი

უკრაინას პარტნიორი ქვეყნებისგან კვლავ არ მიუღია წინასწარი გაფრთხილება რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების მოსალოდნელ დარტყმაზე | რადიო თავისუფლება

19 ოქტომბერი, 2026 - 09:53

უკრაინულმა წყაროებმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადეს, რომ უკრაინას პარტნიორი ქვეყნებისგან კვლავ არ მიუღია წინასწარი გაფრთხილება რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების მოსალოდნელ დარტყმაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-მა კიევისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება განაახლა.

გასულ ღამეს კიევზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.

რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმებზე  ხელი მხოლოდ შეერთებულ შტატებს მიუწვდება.