უცხოეთი

ვესაუბრე მარკო რუბიოს. ეს იყო არსებითი საუბარი მნიშვნელოვან საკითხებზე | ზელენსკი

20 ოქტომბერი, 2026 - 11:38

"ვესაუბრე მარკო რუბიოს. ეს იყო არსებითი საუბარი მნიშვნელოვან საკითხებზე. მადლობელი ვარ მისი მკაფიო პოზიციისა და დახმარებისთვის მზადყოფნისთვის. პირველი - ეს არის ანტიბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დასაცავადაა საჭირო. მეორე - რუსეთის ბალისტიკური თავდასხმების შესახებ ადრეული შეტყობინებების მიღება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მესამე - Starlink-ისა და Starshield-ის ირგვლივ შექმნილი ვითარება, რომელიც უნდა აღდგეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე ხდება, რათა დასრულდეს ეს საშინელი ომი და ადამიანების მუდმივი მკვლელობები. შევთანხმდით, რომ ახალი ინფორმაციის გასაცვლელად მალე ისევ დავუკავშირდებით ერთმანეთს. მადლობა, მარკო, კონსტრუქციულობისთვის! მადლობა ყველას ამერიკაში, ვინც მხარს უჭერს სამართლიან მიდგომებს!“ | ნათქვამია პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.